თეგებით ძიება

ასეთ თმას წელიწადში ორჯერ შეღებვა ყოფნის - ამერიკელი სტილისტის რჩევა ქალებს

ჭაღარა თმა სიბერის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს, ამიტომ ქალები მის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობენ, თუმცა ბოლო დროს სტერეოტიპები შეიცვალა.

ქალებმა აღმოაჩინეს, რომ ვერცხლისფერი თმის მოდა შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს და სალონებში ყოველკვირეული, ძვირადღირებული პროცედურები თავიდან აგვაცილოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნებრივი ჭაღარა თმით შეიძლება ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას დაემსგავსოთ.

სამი წლის წინ, კალიფორნიაში, სტილისტი-კოლორისტი ჯეკ მარტინის სალონში შუახნის ქალბატონი მივიდა. მან დაღლილი ხმით განაცხადა, რომ წლებია, 4 კვირაში ერთხელ, თავის ჭაღარა თმას ყავისფრად სახლის პირობებში იღებავს. ახლა კი პენსიაზე გავიდა და არ სურს თმის ღებვაზე ამდენი დრო დახარჯოს. იქნებ დამეხმაროთ? - მოროდებით იკითხა ქალმა.

მარტინი დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ მან თმას ვერცხლისფრად შეღებავდნენ, რაც ქალის ბუნებრივ ჭაღარას მეტ ბრწყინვალებას შესძენდა და ამავე დროს ხშირად ღებვისგან იხსნიდა.
ქალი შედეგით აღფრთოვანებული დარჩა. მარტინმა მისი ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

"ქალები ნატურალური ჭაღარას ეფექტის მისაღებად ჩემთან წელიწადში 2-3-ჯერ მოდიან და არა 2-3 კვირაში ერთხელ", - ამბობს მარტინი.

ეს ძალიან მოსახერხებელი და ბუნებრივია.

ჩვეულებრივ, ჭაღარა თმის ეფექტის მისაღებად თმის შეღებვას დაახლოებით 10 საათი სჭირდება. მარტინის თქმით, ის პირველად თმიდან ძველ საღებავს ჩამორეცხავს. შემდეგ, თმის ჭაღარა ძირების შეხების გარეშე, თმის დანარჩენ ნაწილს აუფერულებს და ახალი, ვერცხლისფერისთვის ამზადებს.

ამის შემდეგ ყველაზე მთავარი იწყება - მარტინი ბუნებრივი ჭაღარას შესაბამის ფერს არჩევს. ის თავის მომხმარებლებს სთხოვს შეუღებავი თმით მივიდნენ, რომ ბუნებრივი ფერი 8-10 სმ-ზე მაინც ჩანდეს. ამის შემდეგ ის ახალ ფერის ნიმუშს ქმნის.

ათი საათის შემდეგ, ქალი მარტინის სალონს მისი ბუნებრივი ფერის უფრო ნათელი ვერსიით და ხალისიანი განწყობით ტოვებს.

ჯეკ მარტინის ნამუშევრები:

1. წაბლისფერიდან ნაცრისფერამდე.

ასეთ თმას წელიწადში ორჯერ შეღებვა ყოფნის - ამერიკელი სტილისტის რჩევა ქალებს


2. ჟღალიდან ნაცრისფერამდე.



3. წაბლისფერიდან ვერცხლისფერამდე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა