როდის და რატომ იმიტირებენ ქალები ორგაზმს
ბევრ მამაკაცს, ქალის ორგაზმზე არასწორი წარმოდგენა აქვს. 810 მამაკაცის გამოკითხვის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძლიერი სქესის ბევრი წარმომადგენელი ქალის ორგაზმს საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს.
შესაბამისად, ქალის ორგაზმის არარსებობა მათ თავმოყვარეობას ეხება. სავარაუდოდ, სწორედ ეს აიძულებს ზოგიერთ ქალს ორგაზმის იმიტირებას.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მონაწილეებისთვის ქალის ორგაზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათ ძლიერებასთან. სპეციალისტების აზრით, ამაში არა მარტო მამაკაცები, ქალებიც დამნაშავეები არიან. მშვენიერი სქესის ბევრი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მამაკაცმა უნდა აგრძნობინოს მას ორგაზმი და არა დაეხმაროს მის მიღწევაში.
სხვა კვლევის მონაცემების მიხედვით, მამაკაცებიც ახდენენ ორგაზმის იმიტირებას. ამის მიზეზი როგორც წესი, მცირე გამოცდილება და არც თუ ისე წარმატებულად შერჩეული პარტნიორია.
"მკურნალი.ჯი"