თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ" პარტიის სამდივნოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, აღმასრულებელი მდივნი მამუკა მდინარაძეა, კახა კალაძეს კვლავ პარტიის გენერალური მდივანის თანამდებობა აქვს, პოლიტიკურ მდივნია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი - დიმიტრი სამხარაძე.

პარტია დგას ახალი გამოწვევების წინაშე, მას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, სამდივნოს შემადგენლობაში მცირე ცვლილებას ხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენი პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ მას ერთიანი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით ერთად შევძლებთ, დარწმუნებლი ვარ. მეტი ცვლილება, განსაკუთრებული არ იგეგმება, შევეცდებით, გავაძლიეროთ რეგიონალური მიმართულება, პარტიული სტრუქტურების განსაკუთრებული ცვლილება, არ იგეგმება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე..


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა