როგორ დავიპყროთ ნებისმიერი მამაკაცი 12 წუთში?
1968 წელს ამერიკელმა ექიმმა, კენეტ კუპერმა შეიმუშავა ტესტების მთელი რიგი, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ამტანობას ცდიდა.
თითოეული ტესტის გავლას – 12 წუთი ჭირდებოდა. მაგალითად, თუ 12 წუთში დიდ მანძილზე სირბილს მოასწრებთ, ესე იგი, ჯანმრთელი ორგანიზმი და კარგი სპორტული მომზადება გაქვთ.
კომპანია AXA-ს კვლევებმა, რომელშიც 2 ათასი წყვილი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 12 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ ქალმა დაანტირესოს პარტნიორი პირველივე შეხვედრაზე.
მაშ როგორ გავიაროთ წარმატებით "კუპერის ტესტი" ისე, რომ პირველივე შეხვედრაზე დავაინტერესოთ მამაკაცი?
1:00 წუთი. ღიმილი
გამოთქმა "ერთი ნახვით შეყვარება" თამამად შეგვიძლია შევცვალოთ ფრაზით "ერთი ღიმილით შეყვარება". მამაკაცების 64 % აღნიშნავს, რომ სწორედ ქალის ღიმილია გადამწყვეტი ფაქტორი შემდგომი ურთიერთობის გასაგრძელებლად. მოხიბვლის ეს მეთოდი იქამდე ხდება, სანამ ერთმანეთს პირველ სიტყვებს ეტყოდეთ.
2:00 წუთი. გარეგნობა
იმას, თუ რამდენად მშვენიერი ხართ ბუნებით, მამაკაცი შემდგომ გაიგებს. ესაც იმ შემთხვევაში თუ ტესტის მეორე წუთს წარმატებით გაივლით. შწორედ ამ დროს, შეხვედრის მეორე წუთიდან აღიქვამენ გარეგნულად ერთმანეთს პარტნიოერბი. ძველმოდური ფეხსაცმელი ან გაწეწილი თმა შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს, მაგრამ უსიამო სუნს შემდგომი ურთიერთობის შანსი მინიმუმდე დაყავს 60 % შემთხვევაში.
3:00 წუთი. სინესტეზია
გახსოვთ პავალოვის ძაღლი, რომლისთვისაც ანთებული ნათურა საჭმელთან ასოცირდებოდა? ადამიანიც, როგორც ცხოველები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ სხვადასხვა გამღიზიანებლებზე. ასე მაგალითად, რომელიმე არომატმა შესაძლოა გააღვივონ ბავშვობის ნოსტალგია, ხოლო ფერმა – გონებაში მოულოდნელად საყვარელი "მელოდია" ჩართოს. შექსუალური არომატი, კომფორტული გარემო ან სასიამოვნო სუნი პარტნიორს თავისდაუნებურად მოხიბლავს.
4:00 წუთი. ვიზუალური კონტაქტი
მამაკაცების 58 %-სთვის აუცილებელია პარტნიორ ქალთან ქონდეს ვიზუალური კონტაქტი. არ დაგავიწყდეთ თავდაჯერებულად უყუროთ მოსაუბრეს თვალებში. მაგრამ ნურც გადააჭარბებთ. მიშტერება და თვალებში ყურება – ორი სხვადასხვა რამ არის.
5:00 წუთი. ხმის ტემბრი
იშვიათი გამონაკლისები არსებობენ თანდაყოლილი, მომხიბვლელი ხმით, სხვებმა კი ისწავლეს ხმის მოდელირება იმისათვის, რომ არ ყოფილიყვნენ უარყოფილნი. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცების მინიმუმ მეოთხედს უყრადღებოდ არ რჩება ქალის მომნუსხველი ხმა.
6:00 წუთი. სამი კითხვა
დადგა საუბრის დრო. დახმარებისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტს მივმართოთ. დაივიწყეთ მსგავსი კლიშეები: "ახლა სად მუშაობ?", "როგორ ჩაიარა დღემ?" და საერთოდაც გაცვეთილი "ამინდის თემა". მათემატიკური ალგორითმის მეშვეობით ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოთვალეს 4 მომგებიანი შეკითხვა, რომლებიც თქვენ თავსებადობას დაადგენს: "მოგწონს საშინელებათა ფილმები?" "ოდესმე გიმოგზაურია მარტოს?", "კარგი იქნებოდა, მიატოვო ყველაფერი და იცხოვრო გემზე?", "რომელი ინგრედიენტები დაუმატე პიცას?". თუკი პარტნიორი ამ შეკითხვებზე იგივე ან მსგავს პასუხს გასცემს, როგორსაც თქვენ გასცემდით, მეცნიერება თქვენს ურთიერთობას მწვანე შუქს აუნთებს.
7:00 წუთი.. WHATSAPP
მამაკაცების 82 %-ს პირველი შეხვედრისას აღიზიანებს ახალი გაცნობილი ქალის ტელეფონის ვიბრაცია ან ზარი. ამიტომაც მნიშვნელოვანი პაემნის დროს დაივიწყეთ მესინჯერების და სოციალური ქსელების არსებობა.
8:00 წუთი. კომპლიმენტი
არსებობს ორი სახის კომპლიმენტი: საკმაოდ გულწრფელი და ის, რომელის დროსაც წარბები თავისდაუნებურად ზემოთ იწევს. დიახ, მამაკაცებს უყვართ კომპლიმენტები, მაგრამ პიფრერობისგან გირჩევთ თავი შეიკაოთ. ხმაში გაჩენილი ფარსირებულ ნოტებს უკეთეს შემთხვევაში არ შეიმჩნევენ, უარესში კი - მეორე პაემნის შანსს დაგაკარგავთ.
9:00 წუთი. სამსახურებრივი გასაუბრება
პირველ პაემანზე ყველაზე ხშირი შეცდომაა, როცა ურთიერთობა საჩოგბურთო ტურნირს ან "კითხვა-პასუხის" რეჟიმის სამსახურებრივ გასაუბრებას ემსგავსება. მოსინჯეთ საფუძველი: რა თემებზე გესაუბრებათ მოსაუბრე სიამოვნებით და რომელზე საუბარი არ სიამოვნებს. ცნობილი ტაბუა - მატერიალური კეთილდღეობის თემები და ძველი ურთიერთობები. ნუ დაუსვამთ დახურულ შეკითხვებს, ანუ ისეთებს, რომელზე პასუხიც მოიაზრებს პასუხს "კი" ან "არა". შეარჩიეთ რეპლიკები, რომლებიც პარტნიორს საშუალებას მისცემს გაიხსნას. თავად კი შეკითხვებზე პასუხი ისე გაეცით, თითქოს რაღაც ძალიან სასიამოვნოზე საუბრობდეთ. ამ შემთხვევაში პარტნიორს აუცილებლად მოუნდება თქვენთან კვლავ შეხვედრა.
10:00 წუთი. სიჩქარე
სტატისტიკის მიხედვით, სიჩქარე, რომლითაც მამაკაცს საკუთარ ცხოვრებაში ქალი შეჰყავს, ბევრად დაბალია, ვიდრე ქალის. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნურაფერს მოიმოქმედებთ ზედმეტად სწრაფად! თუ ქალი ზედმეტად დაჟინებით იჭრება პირად სივრცეში, ამხელს ბევრ ინფორმაციას საკუთარ თავზე ან ბანალურად სწრაფად საუბრობს - 83% შემთხვევაში ეს დისკომფორტს იწვევს პარტნიორში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეტყველების ყველაზე მიმზიდველი ტემპია - წუთში 125-150 სიტყვა.
11:00 წუთი. იუმორი
დახვეწილი იუმორის გრძნობა - ქალის ერთ-ერთი სექსუალური თვისებაა. იუმორს შეუძლია უგონოდ შეაყვაროს ნებისმიერ მამაკაცს ქალი. მაგრამ ყველაზე უწყინარი ხუმრობაც კი არ უნდა ეხებოდეს თავად მამაკაცს და მის გარემოცვას.
12:00 წუთი. მეორე შანსი
კვლევებმა ასევე დაამტკიცეს: მამაკაცები ქალებზე თითქმის ორჯერ მეტად ლიბერალურები არიან, და თუნდაც პირველი პაემანმა კრახი განიცადა, მამაკაცები მზად არიან, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქალს. ასე რომ, სავარაუდოდ, თქვენ მეორე შანსი გექნებათ.
marao.ge