თეგებით ძიება

დემონსტრაციულად ვარღვევ ამ უაზრო შეზღუდვას - გიორგი ვაშაძემ კარანტინის რეჟიმი დაარღვია

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-დან ახლახანს ჩამოვიდა, სახლში ჯდომას არ აპირებს, რადგან PCR ტესტი გაკეთებული აქვს. პოლიტიკოსის განმარტებით, ის უაზრო შეზღუდვის კანონს დემონსტრაციულად არღვევს.

"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია! ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს. არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში და ამბობდე: ესაა ყველაზე საუკეთესო ქმედება. დემონსტარციულად ვარღვევ იმ ერთ უწესო წესს, რომელიც დააწესეს, რომლის პრეცენდენტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ხალხო, პროტესტი და მათ არ უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა