თეგებით ძიება

ოცნების მიერ "გადადგებული" 11 დევნილი ოჯახი - "არჩევნებზე ხმები მიიღეს ახლა კი ღია ცის ქვეშ გვტოვებენ"

ამ წუთებში, 11 დევნილი ოჯახი, ჩუღურეთის გამგებელთან შეხვედრას მართავს. მათ აუდიენციამდე აქცია გამართეს და თქვეს, რომ მერიამ სახლის დასატოვებლად 1 კვირა მისცა აქცია გამართა.
მერიის მოთხოვნით, 11-მა ოჯახმა ჩუბინაშვილი–კონსტიტუციის კვეთაზე მდებარე შენობა , დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, რადგან შენობა, კერძო საკუთრებაა და იქ ახალი ობიექტი უნდა აშენდეს.

ჩუღურეთის, რაიონის გამგებელი, ამბობს, რომ მერია ოჯახებს ქირისთვის თანხას გამოუყოფს.

"მოსახლეობა, არც ერთი ადამიანი არ დარჩება ღია ცის ქვეშ, კერძო კომპანია სთავაზობს ფულად კომპეტენციას" – აცხადებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე.

მრავალშვილიანი ოჯახები ამბობენ, რომ ქირის გადასახდელად მერიის გამოყოფილი 300 ლარი არასაკმარისია.

"არჩევნებზე ხმები მიიღეს ახლა კი ღია ცის ქვეშ გვტოვებენ" - აცხადებენ მოქალაქეები.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა