თეგებით ძიება

არ ვნანობ ჩემს საქციელს, თუ საჭირო იქნება, იმავეს გავაკეთებ - ირაკლი ფანგანი

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით ბრალდებული ირაკლი ფანგანი აცხადებს, რომ მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

ფანგანის თქმით, საკუთარ საქციელს არ ნანობს.

„დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი გადის-გამოდის, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ნაგვის ურნა და დავახურე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე გამომიშვეს, ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, ხვალ გავიგებთ დანარჩენს. გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, მოღალატე ვინც შევა პარლამენტში და ხალხის ხმას მოიპარავს, ყველას იგივე მოუწევს. მე არ ვნანობ ჩემს საქციელს“, – აღნიშნა ირაკლი ფანგანმა.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა