თეგებით ძიება

იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ მელია დამემუქრა და პარლამენტს მივმართავ იარაღის ტარების ნებართვაზე

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მასსა და ნიკა მელიას შორის უსიამოვნო საუბარი შედგა და სურს გაარკვიოს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მას დაემუქრა თუ არა.

"ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და დაადასტურებს, უნდა მივმართო პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს. მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს, ასეთი ადამიანი არ ვარ. უბრალოდ, რომ არ გამლახოს ვინმემ, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ შეიძლება იარაღით ანგარიშსწორებამდე მივიდეს საქმე, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მას იარაღი უბრალოდ თავდაცვისთვის დასჭირდება, თუმცა ჯერ სურს იმის გარკვევა, ნიკა მელია ხუმრობდა თუ მართლა დაემუქრა.

„არა, უბრალოდ, რომ არ გამლახოს. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, მაგიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა, გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა