თეგებით ძიება

„მე ვარ რესტორანი, თუ გინდა, მოდიხარ ჭამ, თუ არ გინდა, ეგდე სახლში“ - ზურა ჯაფარიძე

„გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.

„მარტივია: მე ვარ თეატრი, გინდა მოსვლა, მოდიხარ, შენი პასუხისმგებლობაა, თუ არა და ეგდე სახლში. მე ვარ რესტორანი, თუ გინდა, მოდიხარ ჭამ, მე გემსახურები, თუ არ გინდა, ეგდე სახლში.

მე ვარ ჯიმი, ვვარჯიშობთ აქ ხალხი, თუ გინდა, მოდიხარ, ვარჯიშობ, თუ არადა კისერი გიტეხია. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეშინია, ნუ ახვალ, მე მჭირდება.

მარტივი რამეა, ყველა იღებს პასუხისმგებლობას თავის ქცევაზე და მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს არ ითხოვთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა