თეგებით ძიება

კიდევ ერთი სარჩელი სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

მისი თქმით, მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, რუსეთის სახელმწიფო იძალადა.

"რუსეთის ფედერაციასთან ყველა საკითხი გავლილია უკვე. ცხადია, იქიდან ყველაფერზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, რომ ჩვენ არ გვეხება ეს საკითხებიო. აუცილებლად მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ჩემი პირადი, ეს არის საქართველოს ინტერესი. ჩემზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, მოხდა ძალადობა რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპანტებმა დააკავეს. ის ციხდან დაახლოებით ორ თვეში გამოუშვეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა