თეგებით ძიება

ულტიმატუმის ვადა იწურება - მთავრობა შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს, აქციის მონაწილეები კი სამთავრობო შენობების პიკეტირებას გეგმავენ

დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიზნით დაანონსებული აქცია კანცელარიასთან უკვე დაიწყო - 48 საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, თუმცა ხელისუფლება რეგულაციების მოხსნას არ გეგმავს, ამიტომ აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობების პიკეტირებას გეგმავენ, როგორც ეს ორი დღის წინ გააჟღერეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, კულტურის სფეროსა და გაჩერებული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ნელ-ნელა იკრიბებიან. ისინი აცხადებენ, რომ შეზღუდვების დაწესების გამო ისედაც ურთულესი სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტა დაუმძიმდათ, ხშირ შემთხვევაში კი ადამიანებს ლუკმა-პურის ფული არ აქვთ, ხელისუფლებამ კი ისინი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეზღუდვების მოხსნასა და ტრანსპორტის ამუშავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ დედაალაქში ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი 5-დან 8%-მდე მერყეობს და როდის დაიწევს ის, ამის პროგნოზირება რთულია.
ცოტა ხანში კი ცნობილი გახდება, რას გადაწყვეტენ აქციის ორგანიზატორები და რა სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელებენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა