თეგებით ძიება

პარლამენტი დღეს ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ აღნიშნა, რომ ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს იქნება.

კანონმდებლებმა კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით 27 იანვარს დაამტკიცეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა