თეგებით ძიება

"სააკაშვილმა შეძლო სანატრელი ვაქცინის შოვნა, საქართველოში ვაქცინის შემოტანას მხოლოდ ჩვენი მთავრობისგან ოფიციალური წერილით მიმართვა სჭირდება - გიორგი ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რათა დროულად გაუგზავნონ წერილი მალტის ხელისუფლებას და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანონ ქვეყანაში. როგორც ჩალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა.

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, არის ვაქცინაცია. ვაქცინა ასევე ჩვენი ეკონომიკის და ქვეყნის გახსნის საშუალებაა. მიხეილ სააკაშვილმა შეძლო და უზრუნველყო საქართველოსთვის სანატრელი ვაქცინის შოვნა. მოლაპარაკებები შემდგარია , შეთანხმება მიღწეულია და საქართველოში ვაქცინის შემოტანას მხოლოდ ჩვენი მთავრობისგან ოფიციალური წერილით მიმართვა სჭირდება.

ეს საქმე ყოველგვარ პოლიტიკას სცდება, ესაა ზეპარტიული, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი.

ამიტომ გთხოვთ მათ ვინც დღეს შეკრებილები ხართ მთავრობის სხდომაზე, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მზად ვარ გაგაცნოთ შეთანხმების დეტალები და დაგეხმაროთ. თუ ჩვენ არ მივიღებთ დადასტურებას რომ წერილი იგზავნება, საზოგადოება დავაორგანიზებთ რომ მოქალაქეებმა მიმართონ მალტის ხელისუფლებას დახმარებისთვის."- აცხადებს სპეციალისტი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა