თეგებით ძიება

მწვავე დაპირისპირება გომელაურ-გახარიას შორის - შსს-ს მინისტრი პრემიერის კადრებს იშორებს

შინაგან საქმეთს მინისტრსა და პრემიერ გახარიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე დიდი ხანია საუბრობენ.
როგორც "ნიუპოსტს" უყვებიან, ივანიშვილის წასვლის შემდეგ გათამამაბულმა ვახტანგ გომელაურმა პოზიციების გაძლიერება დაიწყო.
გუშინ სამხარეო პოლიციის უფროსების დიდი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილი კი სხვადასხვა რეგიონებში გადაანაწილეს.
შსს-ში ინფპრმირებულები არიან, რომ მინისტრიო საკადრო ცვლილებებს იწყებს: ზოგიერთი როტაციას დაექვემდებარება, ბევრს კი პენსიაზე გაუშვებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გომელაური პირველ რიგში კახაბერ საბანაძეის გავლენების შესუსტებას დაიწყენბს, რადგან შს მინისტრის მოადგილე პირდაპირ გახარიას კადრია.

გომელაური პირველი მოადგილის მოშორებას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა აქამდე საბანაძის დაცვას გახარია სულ ახერხებდა.

გომალაურს ურთიერთობა დაეძაბა ვლადიმერ ბორცვაძესთანაც, შს მინისტრის მოადგილეს სავარაუდოდ ქართლში სახელწიფო რწმუნებულის პოსტზე გაამწესებენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა