თეგებით ძიება

ბადრი ესებუა საქართველოშია - ვახტანგ გომელაური

ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი განმარტებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საპოვნელად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს ,ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაგასული წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულია ბადრი ესებუა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა