ვანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს
ვანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.