თეგებით ძიება

გირაოს თანხასთან დაკავშირებით სოლიდარობა ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლლებამ ვერანაირად ვერ მოახერხა მოღალატის იარლიყის მიწებება კარტოგრაფებისთის - გოგორიშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, კარტოგრაფების საქმესა და ივერი მელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ ნუ ივაჭრებს ნურავინ მისი თავისუფლებით.

გოგორიშვილის თქმით, ივერი მელაშვილი დაკავების პირველი დღიდან ახდენს წესიერებისა და პრინციპულობის დემონსტრირებას. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც მელაშვილი, ისე ილიჩოვა, დარჩნენ საკუთარი პროფესიონალიზმისა და პრინციპების ერთგულნი.

ევროპული საქართველოს წევრმა აღნიშნა, რომ გირაოს თანხასთან დაკავშირებით სოლიდარობა ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლლებამ ვერანაირად ვერ მოახერხა მოღალატის იარლიყის მიწებება ამ ადამიანებისათვის.

„პირველი დღიდან რაც დაიწყო კარტოგრაფების საქმე, ერთადერთი, რის დემონსტრირებასაც აკეთებს ივერი მელაშვილი, ეს არის წესიერება, პატიოსნება და პრინციპულობა და გუშინაც მისი გამოსვლა იყო ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო უსამართლოდ დაკავებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც დარჩა ერთგული თავისი პროფესიონალიზმისა და თავისი პრინციპებისა და რაც შეეხება თავისთავად ამ საქმეს, ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების განმავლობაში არაერთი პოლიტიკური დაჭერა და არაერთი პოლიტიკური პატიმარი გვყოლია, კარტოგრაფების საქმე, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მაინც გამორჩეულები არიან, იმიტომ, რომ ერთადერთი რის გამოც ისინი დაისაჯნენ და რის გამოც ამდენი თვე იყვნენ ციხეში, ეს არის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ევაჭრა ამ ორი წესიერი პროფსიონალით, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის გრძნობებზე ეთამაშა და „პატრიოტიზმის“ წინა პლანზე წამოეწია.

თუმცა, მინდა აქვე ვთქვა, რომ გუშინ უპრეცენდენტო სოლიდარობა იყო გირაოს თანხასთან დაკავშირებით და რამდენიმე საათში შეგროვდა გირაოს თანხა, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ქართულმა ოცნებამ ვერანაირად ვერ მოახერხა ამ ადამიანებისათვის მოღალატის იარლიყის მიწებება და ეს ადამიანები სრულიად საზოგადოების მხრიდან საოცარი მხარდაჭერით სარგებლობენ.“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა