თეგებით ძიება

"ეს იყო დიდ ბრძოლაში პატარა გამარჯვება... არ მინდა ვიღაცამ თქვას, რაკი მელაშვილი გამოუშვეს, ელისაშვილი იქნება თუ სხვა თავისუფლად შევიდეს პარლამენტში... ეს მიუღებელია ჩემთვის" - მელაშვილი

ე.წ. გარეჯის საქმე - გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული კარტოგრაფი, ივერი მელაშვილი საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
"ეს იყო დიდ ბრძოლაში პატარა გამარჯვება"- აცხადებს მეცნიერი და ამბობს, რომ მას და ნატალია ილიჩოვას არცერთი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მეცნიერი დღესაც ამბობს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ივაჭროს.

მელაშვილი საზოგადოებას, გირაოს თანხის შეგროვების გამო მადლობას უხდის და ამბობს, რომ "ეს სიმართლის მხარდაჭერას" ნიშნავს:

"გირაოს შეფარდებაზე წინააღმდეგი ვიყავით, რადგან ჩვენ არავითარი დანაშაული არ ჩაგვიდენია. მე ჩემის მხრიდან ბინას ჩავდებდი უზრუნველყოფაში, თუმცა რატომ? რა მორალით... საზოგადოებაში კონსოლიდაციაა და ეს არის მთავარი. ამ საზოგადოებამ ფული შეაგროვა და ეს რა თქმა უნდა მხარდაჭერაა. გაერთიანდნენ ერთი მიზნის ირგვლივ და მხარდაჭერა გამომიცხადეს. მე ეს აღვიქვი როგორც სიმართლის მხარდაჭერა და ეს კარგია და ეს უნდა გაგრძელდეს.

გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, მე არ მინდა ვიღაცამ თქვას, რაკი მელაშვილი გამოუშვეს, ელისაშვილი იქნება თუ სხვა თავისუფლად შევიდეს პარლამენტში. არ მინდა არავის მხრიდან მსგავსი განცხადების საფუძველი გავხდე. მხარდაჭერისთვის მადლობა მთელ პოლიტიკურ სპექტს, თუმცა ვიღაცამ აქცენტი გააკეთოს, რახან გამოუშვეს მე პარლამენტში შევალ ეს მიუღებელია ჩემთვის"- აცხადებს მელაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა