თეგებით ძიება

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ის არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდება.

ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ელისაშვილის რიგით მეორე შეხვედრა იქნება.

პირველი შეხვედრა ალეკო ელისაშვილს, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შორის 22 იანვარს შედგა. საკითხები, რომელიც ამ შეხვედრაზე ალეკო ელისაშვილმა მმართველ პარტიასთან დააყენა, არის საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ცესკოს რეფორმირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თვითმმარველობის არჩევნების შედეგების პლებისციტის სახით გამოყენება.

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა