თეგებით ძიება

ბუბა კიკაბიძე ბოდიშს იხდის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობაის” სიის პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის.

„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და როცა რაღაც ცუდი ხდება, ჩვენ სულ ყველა ვართ დამნაშავე ამაში. მე ჩემი რეზიუმე გავაკეთე, რატომ გააკეთეს ეს ოპერაცია. ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივეს ოჯახი და ბოდიში მინდა მოვუხადო იმისათვის, რომ ქართველები ხშირად ვიჭრებით ხოლმე რაღაცებში.”

ცნობისთვის,​ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა