თეგებით ძიება

ეკონომიკის 6%-იან ვარდნა მძიმე მაჩვენებელია, თუმცა მსოფლიო ტრენდის ნაწილია - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკის 6%-იან ვარდნაზე ამბობს, რომ ეს მძიმე მაჩვენებელია, თუმცა მსოფლიო ტრენდის ნაწილია:
"ქვეყნდება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზი. ამ ეტაპზე, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მთელს მსოფლიოში ხდება, ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი. ქვეყნის ეკონომიკა წინასწარი პროგნოზით 6%-ით შემცირდება ეს არის საკმაოდ მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს მსოფლიო ტრენდის ნაწილია. იცით, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული სერიოზული გაჯანსაღება, რომელიც სხვა ქვეყნების ფონზე იყო სერიოზული საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ, მეორე ტალღამ, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, საქართველოსაც თავისი დაღი დაასვა. საბოლოო ჯამში, შედეგი არის იმაზე მძიმე, ვიდრე ვპროგნოზირებდით"- თქვა მან.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა