თეგებით ძიება

ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფარდოვდება - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტია "მოქალაქეების" ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. თალაკვაძის თქმით, ელისაშვილთან და ოოსელიანთან შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდა და დაიდო წერილობით შეთანხმება, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება. თალაკვაძე ოპოზიციის დანარჩენ ნაწილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას სთავაზობს:

"გვქონდა მოლაპარაკებები, პარტია მოქალაქეებთან, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმების შემდეგ ეტაპს, ეუთო–ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაფორმდა დოკუმენტში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს პარტია "მოქალაქეებმა" და ეს დოკუმენტი ღიაა, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც, მათთვის ვინც გადალახეს ბარიერი და მიიღეს მანდატი საქართველოს პარლამენტში, ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს, პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფარდოვდება" - განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა