თეგებით ძიება

კონფიდენციალობის დარღვევა კარტოგრაფების საქმეში - რა აღმოაჩინა სახალხო დამცველის აპარატმა?

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ომბუცმენის აპარატმა კარტოგარფების საქმეში კონფიდენციალობის დარღვევა აღმოაჩინა. კერძოდ, მელაშვილის წერილს, რომელიც ადვოკატისთვის იყო დაწერილი, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ:

"სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა