თეგებით ძიება

ხელისუფლებამ რურუაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა - პარლამენტში შესული ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, შესაძლებელია "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების ფარგლებში საკითხები გადაიჭრას.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილე, გიორგი რურუაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა.

„სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ დამოუკიდებლად დავიწყეთ შეხვედრები იმიტომ, რომ მათთან საბოლოოდ რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შევძელით. უბრალოდ, ყველას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ კომუნიკაცია იმიტომ, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების ფარგლებში გადაიჭრას საკითხები. გიორგი რურუაზე და სხვა პოლიტპატიმრებზე არასდროს ძალ-ღონე არ დაგვიკლია. დღეს ამ საკითხზე საუბარზე საერთოდ უარი განაცხადეს. დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების და იმის დამსახურება, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გავაგრძელეთ“,-განაცხადა იოსელიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა