თეგებით ძიება

"მიხარია კიდევ ერთელ იმის დადასტურება, რასაც დაუღალავად ვსაუბრობდი... ეს არჩევნები ნამდვილად იყო ყველაზე ცუდი"- "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი თავმჯდომარე

"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი თავმჯდომარე, ელენე ნიჟარაძის თქმით, უხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ლაპარაკობდა.
შეგახსენებთ, რომ "სამართლიანმა არჩევნების" თქმით, ხელახლა გადათვალეს 850 PVT უბანი და შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა იყო.

"ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ვლაპარაკობდი. შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემები და ამის არასათანადოდ შესწავლა იყო ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ეს არის, რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. თავის დროზე, რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა.

ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაც მანამდე ბევრჯერ ვთქვი. ჩემი არჩევნებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არჩევნები ნამდვილად იყო ყველაზე ცუდი არჩევნები თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღით და შემდგომ პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესით. ამან გამოიწვია სწორედ ის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელში ცხოვრებაც გვიწევს", - წერს ელენე ნიჟარაძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა