ლიეტუვა ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს გმობს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტოლირებად, სამხრეთ ოსეთის ე.წ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების შესახებ.
„ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს გმობს. ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აშკარა დარღვევაა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება,“- ნათქვამია ლიეტუვას საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.