თეგებით ძიება

არავინ შემოვიდა გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების განხილვაში - ლიპარტელიანი

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით არც ევროპელი კოლეგები და არც ოპოზიცია განხილვაში არ შევიდა, გვიანია იმაზე საუბარი, რომ კანონებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

„ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მოუწოდებდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ოპოზიციონერებსაც, რომ შემოსულიყვნენ კანონის განხილვაში. თუ რაიმე იქ [კანონში] დარღვევა იყო, ეთქვათ. არავინ შემოვიდა კანონის განხილვაში და ვფიქრობ, ამაზე კითხვის ნიშნებიც აღარ უნდა იყოს“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა