თეგებით ძიება

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ლომი?

ზოდიაქოს ნიშნები, ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს გააჩნია არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც.

მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის, თუ თითოეული მათგანი როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

ლომის თავსებადობა სხვა ნიშნებთან:

ლომი-ვერძი – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია, როგორც მენტალური, ისე სექსუალური თავსებადობის კუთხით. ერთიც და მეორეც ვნებიანი, ტემპერამენტიანი ნატურაა. თუმცა ვერძისთვის დამახასიათებელი თვისება, იყოს ურთიერთობაში ლიდერი, ხშირად აღიზიანებს თავმოყვარე ლომს. თუმცა, მათ შორის კამათი ყოველთვის ამაღელვებელი შერიგებით და კარგი სექსით სრულდება.

ლომი-კურო – ერთი შეხედვით რომანტიკულად დაწყებული კავშირი, შესაძლოა, მალე ხელჩართულ ომში გადაიზარდოს იმის გამო, რომ ორივე ზედმეტად პრინციპული და ჯიუტია. მათი მუდმივი შეჯიბრი პირველობისთვის ხშირად ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის ოჯახში. ამიტომ ამ წყვილის ხანგრძლივი კავშირი საკმაოდ პრობლემატური და კონფლიქტებით სავსე იქნება.

ლომი-ტყუპი – საკმაოდ კარგი წყვილია. ტიპური ტყუპი მარტივად ახერხებს, მოაჯადოოს და მოხიბლოს ლომი. მართალია, მისი ცვალებადი, თავქარიანი ხასიათი ხანდახან პრობლემასაც შექმნის, მაგრამ ლომი ტყუპთან იღებს იმ სექსუალურ მრავალფეროვნებას, რაც მას ასე ესაჭიროება. ამიტომ მცირეოდენ ლაფსუსებს თუ არ ჩავთვლით, ამ ორის კავშირი იდეალური იქნება.

ლომი-კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. ლომისთვის დამახასიათებელი ფლირტის სიყვარული ხშირად აღიზიანებს ბუნებით მესაკუთრე კიბორჩხალას. თუმცა მათ შორის სექსუალური მიზიდულობა ძალიან დიდია და ლომი კირჩხიბისთვის მზრუნველი, თბილი და ნაზი პარტნიორია, რაც ასე ძალიან ესაჭიროება კიბოს სექსუალური კუთხით საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად.

ლომი-ლომი – საძინებელ ოთახშიც, ისევე, როგორც სხვაგან, ლომი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ რამდენად მოთავსდება ერთ საწოლში ორი ბატონობის მოყვარული ინდივიდი, აი, ეს არის გასარკვევი. თუმცა, თუკი ისინი ეგოისტური "მეს" ნაცვლად გამოიყენებენ სიტყვას "ჩვენ", შესაძლოა, მათ შორის სრული იდილიაც შეიქმნას, იმიტომ, რომ მოთხოვნილებები და ტემპერამენტის მსგავსება საკმაოდ კარგ ფონს ქმნის მათ შორის კარგი სექსუალური თავსებადობის დასამყარებლად.

ლომი-ქალწული – ნაკლებად თავსებადი კავშირია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლომის ცეცხლოვან ტემპერამენტს და სექსუალურ მადას ქალწული ხშირად ვერ აუბამს მხარს. გარდა ამისა, ლომისთვის დამახასიათებელი უფროსობის სიყვარულიც ბევრჯერ გამოიწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუმცა, თუ ლომი ცოტათი შეარბილებს მასთან მენტორულ ტონს, ბუნებით მზრუნველმა ქალწულმა შესაძლოა ძალიან მოინდომოს და პარტნიორს ყოველმხრივ ასიამოვნოს.

ლომი-სასწორი – საკმაოდ კარგი კავშირია, მიუხედავად იმისა, რომ ჰაეროვანი სასწორი ყოველთვის ვერ შეესაბამება ლომის სექსუალურ მოთხოვნებს. მას აქვს ის, რაც ლომს სექსზე არანაკლებ უღირს ურთიერთობაში – ეს არის სითბო, სირბილე და მზრუნველობა. ამიტომ ლომი სასწორთან ხშირად სწორედ ამ თვისებების გამო აბამს ხანგრძლივ ურთიერთობას.

ლომი-მო­რი­ე­ლი – ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის კუ­თხით და მხო­ლოდ!! მაგ­რამ, რო­გორც კი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი, სა­ძი­ნე­ბელ ოთახს სცდე­ბა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მყი­სი­ე­რად გა­და­იზ­რდე­ბა ხელ­ჩარ­თულ ომში, სა­დაც დათ­მო­ბა არც ერთს არ სურს. ეჭ­ვი­ა­ნი, მე­სა­კუთ­რე მო­რი­ე­ლი ვერ ეგუ­ე­ბა ლო­მის თვი­სე­ბას გა­მუდ­მე­ბით მო­ა­წო­ნოს თავი გარ­შე­მო მყო­ფებს, თა­ვის მხრივ ლომს მო­რი­ე­ლის მუ­ხა­ნა­თუ­რი საქ­ცი­ე­ლი და ზურგს უკან ქმე­დე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა აცო­ფებს. თუკი ორი­ვე ის­წავ­ლის ერ­თმა­ნე­თის აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მას, კავ­ში­რი შე­საძ­ლოა იდე­ა­ლუ­რი იყოს.

ლომი-მშვილ­დო­სა­ნი – საკ­მა­ოდ კარ­გი წყვი­ლია. ერ­თიც და მე­ო­რეც ცე­ცხლო­ვან ტემ­პე­რა­მენტს და საკ­მა­ოდ მზგავს სექ­სუ­ა­ლურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს ფლობს. გარ­და ამი­სა, მათ­ში ხა­სი­ა­თე­ბის მხრი­ვაც დიდი თან­ხვედ­რაა. თუმ­ცა მშვილ­დოს­ნის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს ლომს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ პარტნი­ო­რის­გან უპი­რო­ბო ერ­თგუ­ლე­ბას ითხოვს.

ლომი-თხის რქა – პრაქ­ტი­კუ­ლი თხის რქა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გარ­კვე­ულ გა­მორ­ჩე­ნას ელის, ხში­რად შე­უ­რა­ცხყოფს ბუ­ნე­ბით იდე­ა­ლისტ და ამაყ ლომს. ამ ორის ხა­სი­ა­თი და ტემ­პე­რა­მენ­ტი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა სექსში შე­საძ­ლოა მა­ინც მო­ა­ხერ­ხონ ერ­თმა­ნე­თის გა­ო­ცე­ბა, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვი კავ­ში­რი უკონ­ფლიქ­ტოდ ნამ­დვი­ლად ვე­რა­სო­დეს ჩა­ივ­ლის.

ლომი-მერ­წყუ­ლი – მათ შო­რის შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი და მხურ­ვა­ლე რო­მა­ნი გა­ჩაღ­დეს. ბუ­ნე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი მერ­წყუ­ლი ყო­ველ­თვის შეძ­ლებს ლომ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა ლომი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს მერ­წყუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და ანა­ლი­ზის უნარ­მა. მარ­თა­ლია, მერ­წყუ­ლებს ჭკუ­ის სწვა­ლე­ბის­კენ მის­წრა­ფე­ბა არა­ნა­ი­რად არ ახა­სი­ა­თებთ, მაგ­რამ მათი დაკ­ვირ­ვე­ბის საგ­ნად ქცე­ულ ლომს ხში­რად სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი ეპა­რე­ბა და ეში­ნია პარტნი­ორს თვალ­ში სა­სა­ცი­ლოდ არ გა­მოჩ­ნდეს.

ლომი-თევ­ზე­ბი – იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ერ­თიც და მე­ო­რეც სა­კუ­თა­რი ნიშ­ნის ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ გარ­თულ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა. ტემ­პე­რა­მენ­ტი­ან, აქ­ტი­ურ ლომს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს ბუ­ნე­ბით მორ­ცხვი და ემო­ცი­ურ თევ­ზე­ბის საქ­ცი­ელ­ში ფა­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბის ძი­ე­ბა. ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბა პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს ბო­ლომ­დე, მით უმე­ტეს არ ცდი­ლობს და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს იგი. ამას­თან ერ­თად, ლომს არ სჭირ­დე­ბა თევ­ზი­ვით ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტი, რათა სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით გა­იხ­სნას. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და არა­პერ­სპექ­ტი­უ­ლი კავ­ში­რია.


"astrologi.ambebi"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა