თეგებით ძიება

ვანდალიზმის შემთხვევები თბილისში - ვიდეოკადრები

თბილისის მერიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ვიდეოკოლაჟს ავრცელებს, სადაც სხვადასხვა სახის ვანდალიზმის შემთხვევაა ასახული.

ვიდეოჩანაწერებში ასახულია გარკვეული პირები როგორ აზიანებენ სათვალთვალო კამერებს, სათამაშო მოედნებსა და ხატავენ მიწისქვეშა გადასასვლელების კედლებს.

„ამ კადრების შინაარსი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ინფრასტრუქტურის დაზიანებით და მისი განადგურებით მიყენებული ზარალი“, - წერს მერიის პრესსამსახური.

ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა