თეგებით ძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 18 თებერვალს ქუთაისში თოვლიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ასევე მოთოვს ოზურგეთში. დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +3 გრადუსსა და თოვლს პროგნოზირებენ, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მოთოვს ფოთშიც, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 იქნება. თოვს სოხუმშიც. ჰაერის ტემპერატურა აქ +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უხვი ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია მესტიაში, სადაც დღისით ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში -1 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -7-მდე დაეცემა. ახალციხეში -2 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ქარის მატება.

მოთოვს გორშიც, სადაც დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. -5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა აქ დღისით -5 გრადუსი იქნება, ღამე კი -17 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. მოთოვს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. +1 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

რუსთავში ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა