თეგებით ძიება

გიორგი გახარიამ გადადგომით აღიარა, რომ იქნებოდა სისხლისღვრა და ძალადობა - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი გახარიას ნაბიჯი დასაფასებელია. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბატონმა გახარიამ მეორეჯერ არ გადადგა ნაბიჯი, მეორეჯერ სისხლის ღვრისკენ, რომლისკენაც, ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით, საკმაოდ პოლიტიკური და არაპოლიტიკური ცოდვაც აქვს. ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასოდეს ჩამოირეცხავს, მაგრამ ის, რომ ბატონი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ისაა, რომ პრაქტიკულად მან აღიარა, აქ სისხლისღვრა იქნებოდა და ძალადობა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. საქმეს ახლა უშველის სწრაფი მოქმედება - სასწრაფოდ საერთო ოპოზიციური მოძრაობა შეხვედრას ვითხოვთ, ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით - ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლომ 16 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი გახარიამ, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდში განსხვავებული პოზიციების გამო, თანამდებობა დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა