თბილისის ერთ-ერთ სკვერში გაყინული უცხოელის ცხედარი იპოვეს
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ სკვერში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. report.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაბალი ტემპერატურა გახდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ამ დროისთვის მამაკაცის ვინაობა დადგენილია, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.