"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა
"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - ამ მოწოდებით "მოძრაობა საქართველოსთვის" თბილისში მსვლელობას მართავს.
მშვიდობის ხიდი, "ქართული ოცნების" ოფისი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენცია, მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტი- ეს აქციის მონაწილეების დღევანდელი მარშრუტია.
მდუმარე აქციით მოძრაობის წევრები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.