თეგებით ძიება

29 წელია ვეძებ, ეს ამბავი მთელმა ქუთაისმა იცოდა, მაგრამ... - დედა, რომელსაც ქუთაისის სამშობიაროდან შვილები მოპარეს, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

სოციალურ ქსელში "ფეისბუქი" არსებობს ჯგუფი – "ვეძებ“, სადაც გაშვილებული ადამიანების ან გამშვილებელი მშობლების მიერ დაწერილ საოცარ, ტკივილაინ და სევდიან ამბებს წაიკითხავთ, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ხათუნა გოგილიძე თავის სულისშემძვრელ ისტორიას აქვეყნებს:

"29 წელია ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ... თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ვეძებ ტყუპებს ქალ-ვაჟს, დაბადებულებს 1991წლის 2 სექტემბერს. ორი დღის მერე გაქრნენ სამშობიაროდან. მე მითხრეს ბავშვთა საავადმყოფოში გადავაგზავნეთო, მეუღლეს უთხრეს მოკვდნენ და დედას არ გავუმხილეთ, შენც ნუ ანერვიულებ უთხარი საავადმყოფოში არიანო.

მეტრიკები არ გააკეთებინეს, მკვდრები არ გამოატანეს, უთხრეს ჩვენ გვაქვს სასაფლაო და მივხედავთ, შენ ცოლს მიხედეო. ახალგაზრდები ხართ და შვილები კიდევ გეყოლებათო. იურისტმა ხელი მოაწერინა საბუთზე და უთხრა მკვდრადშობადობას გავატარებთო. ერთი თვის მერე გავიგეთ, რომ ბავშვებზე მეტრიკები გაცემული იყო.

ვიჩივლეთ, დაიწყო გამოძიება, ძალიან ბევრი ყალბი საბუთი იყო შედგენილი, მაგრამ ვერ გავიტანეთ ჩვენი სიმართლე.

ჩემს ქმარს დახვდნენ და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ადვოკატმა ბოლოს ის გვითხრა, რომ დაანებეთ თავი ეს საქმე რომ გაიხსნას, ქუთაისის 1 სამშობიაროს მედპერსონალი, გარდაცვალების ბიურო, მმაჩის ბიურო, პათანატომიის ცენტრი, ქუთაისის პროკურატურა ყველა ჩართულია უკვე ამ საქმეში და არ გახსნიანო. შენ როგორც გიჟი დედა ისე გიმზადებენ საბუთებს და ასათიანზე დაგაწვენენო. ეს საქმე რესპუბლიკის სირცხვილია და დაიხურებაო. გამოძიებას თავი დაანებეთ და ისე ეძებეთო.

ხოდა მას შემდეგ ვეძებთ. ეს ამბავი მაშინ სწრაფად გავრცელდა ქუთაისში, თითქმის ყველას პირზე ეკერა, მაგრამ რომ ვერ დავამტკიცეთ, არ მიიჩნიეს სინამდვილედ.

ეხლა კი ხომ ხედავთ რამდენი გამწარებული დედა ეძებს შვილებს და რამდენი გულნაწყვეტი შვილია, რომელთაც თავები საკუთარი მშობლებისგან მიტოვებული გონიათ და რა იციან როგორი მეთოდით არიან გასხვისებული.

გთხოვთ, ვისაც გეცნობათ ეს ისტორია და რამე იცით ამის შესახებ, დამეხმაროთ მათ მოძებნაში. სახლში მყავს 5 შვილი, მაგრამ მოგეხსენებათ შვილი შვილის შემცვლელი არ არის. ყველას თავის ადგილი უკავია დედის გულში.

აქვე მივუთითებ იმ მედპერსონალის სახელებს და გვარებს, ურცხვად რომ მადგებოდნენ პირზე გიჟი ხარო. ვის რად უნდოდა შენი შვილებიო.

მეან გენოკოლოგი ლიზიკო კვერნაძე, ბებიაქალი ნანა ხითარიშვილი, პედიატრი ნანა ტაბაღუა და ნატო ლომსაძე, მთავარი ექიმი როლანდი კვერნაძე, მოადგილე ოლეგი სინაურიძე. ექთნები მარინა აბულაძე და ლალი გვარი არ მახსოვს სოფელ ნახშირღელეში მცხოვრები.

იქნებ დაარღვიონ დუმილი და გაამხილონ ვის მიაშვილეს ჩემი ტყუპები. ცოდვა არ გაახარებთ და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებიან ასეთი სისასტიკისთვის, რასაც ქვია მშობელ დედის გულიდან შვილის მოგლეჯა". - წერს ხათუნა გოგილიძე ჯგუფში "ვეძებ".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა