თეგებით ძიება

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიქანაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

„მეგობრებო, ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ ინფექცია. მალე დაგიბრუნდებით

აქვე მინდა საზოგადოების თითოეულ წევრს მოგიწოდოთ, მკაცრად დაიცვათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები, ყველგან ატაროთ პირბადე.

როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს ვისგან გადამედო). გუშინდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს!

ჯანმრთელობას გისურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა