თეგებით ძიება

არ გამოტოვოთ, ეს თქვენთვისაა - TIA.GE-ს განსაკუთრებული შეთავაზება ვლოგერებს

ინტერნეტპორტალი TIA.GE სოციალური კამპანიის ფარგლებში, დამწყებ ვლოგერებს განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობს:

თუ გაქვს განსაკუთრებული უნარები, გიყვარს კულინარია, ვარჯიში, რჩევების გაცემა, თავის მოვლა და ა.შ. და გსურს ვიდეო ბლოგის სახით ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებას აჩვენო, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ.

დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურვილი აქვს საკუთარი უნარები, კულინარიული ნიჭი თუ სხვადასხვა რჩევები ფართო აუდიტორიას გააცნოს, ვთავაზობთ ჩვენს სოციალურ პლათფორმებზე სხვადასხვა სახის ვიდეო ბლოგების განთავსებას უფასოდ.

TIA.GE მზარდი აუდიტორიის მქონე Facebook გვერდისთვის, რომელსაც ჰყავს 640 ათასზე მეტი გამომწერი და Youtub არხისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე უკვე ჰყავს 64 ათასზე მეტი გამომწერი, ეძებს დამწყებ ვლოგერებს.

გიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა კერძის მომზადება? გადაიღე ვიდეო, მოუყევი კერძის შესახებ მაყურებელს დაწვრილებით და გამოგვიგზავნე. ვიდეო კულინარია ხომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყურებადი რუბრიკაა და შენ ბევრი ადამიანი გაგიცნობს.

ფლობ მაკიაჟის კეთების ხელოვნებას და გსურს თავის მოვლის შესახებ შენი რჩევები სხვა ქალბატონებსაც გაუზიარო? ისარგებლე TIA.GE-ს შეთავაზებით, გადაიღე ვიდეო და გამოგვიგზავნე. დაეხმარე შენი რჩევებით მას, ვისაც ეს სჭირდება.

ეწევი საქველმოქმედო საქმიანობას და გსურს შენს შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს? მოგვაწოდე თქვენი კამპანიის ამსახველი ვიდეო და ჩვენ დაგეხმარებით გავრცელებაში. სიკეთე გადამდებია, აჩვენე მაგალითი სხვებს. ერთად ვიზრუნოთ შეჭირვებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

გაითვალისწინეთ, ვიდეო უნდა იყოს გადაღებული თქვენს მიერ, რათა არ მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტს არ უნდა ჰქონდეს ისეთი მუსიკალური ფონი, რომელიც საავტორო უფლებით სარგებლობს.

კამპანიის ფარგლებში, შესაძლებელია ასევე უფასო კონსულტაცია კონტენტ მენეჯერებთან.

გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ვიდეოები ელ.მისამართზე: [email protected]

დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: 2 45 01 01


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა