თეგებით ძიება

მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკა გამოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი დაამტკიცა, რომელზეც საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი იქნება გამოსახული.

უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გავა საფოსტო მარკა პირველი საქართველოს ეროვნული გმირი-ქალის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

მარო მაყაშვილი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისთან ახლოს, 1921 წლის თებერვალში დაიღუპა. მას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს საქართველოში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დროშები დაშვებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა