თეგებით ძიება

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ანჩისხატის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.

„ადამიანი, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა და ზურასაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თბილისის მიმართ. ძალიან სამწუხაროა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კალაძემ.

22 თებერვალს დოიჯაშვილი თბილისში ჩამოასვენეს. ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. იგი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს.

2020 წლის წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია მისი ჰიტი „მელიქიშვილის გამზირი“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა