თეგებით ძიება

TIA.GE-ს შეთავაზება ვლოგერებს

ინტერნეტპორტალი TIA.GE აგრძელებს სოციალურ კამპანიას და ყველას, ვისაც აქვს სურვილი საკუთარი თავი გააცნოს საზოგადოებას, პოპულარიზაციაში დახმარებას და მხარდაჭერას სთავაზობს.

თვლით, რომ თქვენს მიერ გადაღებული ვლოგები საინტერესოა მაყურებლისთვის? გინდა გახდე პოპულარული? გსურთ გაგიცნოთ საზოგადოებამ და ამისთვის გჭირდებათ შესაბამისი სოციალური პლატფორმა? არ გამოტოვო TIA.GE-ს შეთავაზება - ჩვენ შენს გვერდით ვართ, გთავაზობთ განათავსოთ ვიდეოები ჩვენს Youtube არხზე, რომელსაც ამ ეტაპზე უკვე ჰყავს 64 ათასზე მეტი გამომწერი.

კამპანიის ფარგლებში, ყველა დაინტერესებულ ვლოგერს, გთავაზობთ ჩვენს სოციალურ პლათფორმებზე თქვენი ვლოგების განთავსებას უფასოდ.

გაითვალისწინეთ, ვიდეო უნდა იყოს მინიმუმ 3-წუთიანი და გადაღებული თქვენს მიერ, რათა არ მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტს არ უნდა ჰქონდეს ისეთი მუსიკალური ფონი, რომელიც საავტორო უფლებით სარგებლობს.

კამპანიის ფარგლებში, შესაძლებელია ასევე უფასო კონსულტაცია კონტენტ მენეჯერებთან.

გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ვიდეოები ელ.მისამართზე: [email protected]

დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: 2 45 01 01

სოციალური კამპანიის და ახალგაზრდების პოპულარიზაციის ფარგლებში, ინტერნეტპორტალი TIA.GE სპეციალურ შეთავაზებას დამწყებ ვლოგერებსაც სთავაზობს.

გაეცანით ჩვენს კიდევ ერთ შეთავაზებას.

ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონში!!! TIA.GE სტუდია „ლემონსთან“ ერთად, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს სტაჟირებას სთავაზობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა