როგორ მოვიზიდოთ ფინანსები უახლოესს დროში - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ სტატიას, სადაც დეტალურად გაეცნობით სქემას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური შემოსავალი. ასევე სტატიაში გაეცნობით ნეგატიურ რწმუნებულებებს, რომელიც რეალურად ხელს გიშლით ფინანსური ნაკადის გაზრდაში.
თითოეულ ადამიანს თავისი ფინანსური ენერგია გააჩნია, ვინც რამდენი შემოსავლის მიღებისთვის მზად არის, იმდენად არის გახნსილი ფინანსური ენერგიისთვის, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი თავად ეწინააღდეგება ფინანსების გაზრდას, ქმნის ჩარჩოებს და შეზღუდვებს, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა და გათავისუფლება შემზღუდველი ბლოკებისგან ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს, მთავარია განზრახვა, მონდომება და რწმენა.
რა თქმა უნდა, ფინანსური ენერგიის გაზრდა დაკავშირებულია მოქმედებებთან და შრომისმოყვარეობასთან, რადგან რამდენ კარგ შანსაც არ უნდა თავაზობდეს ცხოვრება, თავად ადამიანმა თუ არ იმოქმედა, მიიღო და გამოიყენა სასარგებლოდ ეს შანსი, მხოლოდ მენტალურ დონეზე ფინანსური ნაკადის გახსნა რას უშველის?! თუმცა, ხდება, როდესაც ადამიანი თავდაუზოგავად შრომობს, მაგრამ მისი ფინანსები არ იზრდება, ამ შემთხვევაში კი აუცილებელია იმუშაოს ზუსტად აზროვნებაზე და შეცვალოს ჩვევები, რაც ხელს შეწუყობს მიზნის უკეთ მიღწევაში.
იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური სფერო გააუმჯობესოთ, აუცილებელია შეცვალოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მენტალური აზროვნება, ენერგია, შესაბამისად თქვენი ფიზიკური აქტივობებიც უნდა იყოს თანაშეწყობილი მიზანთან, მიზანი კი არის ამ შემთხვევაში ფინანსური ნაკადის გაზრდა.
გთავაზობთ რეკომედანციებს, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსების მოზიდვაში:
1 ნაბიჯი, ფორმულირება გაუკეთეთ თქვენს ფინანსურ სურვილს, "თუ რა თანხა გსურთ მიიღოთ მომენტალურად“
ასევე შეგიძლიათ ფორმულირება გაუკეთოთ სურვილს მენტალურად, როდესაც გსურთ ვალებისგან გათავისუფლება აჟღერებთ: "მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი ვალებისგან და კრედიტებისგან“ რადგან ამ მხრივ შედეგს აჟღერებთ, როგორც სამყაროში, ასევე საკუთარ ქვეცნობიერს უჟღერებთ, ისურვეთ სასურველი შედეგით, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი შეგრძნებები, მადლიერებას კმაყოფილებას და თავისუფლებას გრძნობდეთ ამ შედეგის დადგომით...
რატომ არის შეგრძნება მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ როდესაც რაიმეს გაუმჯობესება გვსურს, ჯერ ჩვენს შინაგან მდგომარეობას ვცვლით და ვხდებით მაგნიტი სასურველის მოსაზიდად.
ნუ იფიქრებთ საიდან, როგორ, რა გზით მოიზიდავთ ამ თანხას, ნუ დააწესებთ ჩარჩოებს, გზები თავისთავად გამოჩნდება!
შეგიძლიათ თანხა დაწეროთ ფურცელზე და განიცადეთ შესაბამისი შეგრძნებები, რომ სასურველი თანხა უვე გაქვთ.
წარმოიდგინეთ, რომ ამ თანხას იღებთ ხელში და ძალიან გიხარიათ და რეალურად შეიგრძენით ემოციები.
ჩემს მსმენელებს ბევრჯერ გამოსვლიათ ამ ტექნიკით ფინანსების მოზიდვა, რადგან ძალიან მაგრად მუშაობს. ასე, რომ ყველას გამოუვა, მთავარია განზრახვა, მონდომება და მოქმედება!
ასევე, გთავაზობთ ნეგატიურ რწმუნებულებებს, რომელიც ხელს გიშლით ფინანსური ნაკადის გაზრდაში:
"ადამიანებს, რომელსაც ჩემზე მეტი შემოსავალი აქვთ, ჩემზე უფრო ჭკვიანები, გამოცდილები და იღბლიანები არიან“
"ჩემი უფროსი ძუნწია“
"ჩემს ხელმძღვანელს არ ვუყვარვარ და ეჭვი ეპარება ჩემს პროფესიონალიზმში“
"მე არ მჯერა საკუთარი თავის“
"მე არ მომწონს ჩემი სამსახური“
მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ თქვენ რა რწმუნებულების მატერებლები ხართ და რა გიშლით ხელს რეალურად?!
როდესაც გააცნობიერებთ ამ ყოველივეს და გაიაზრებთ, შემდეგ შეცვალეთ პოზიტიური რწმუნებულებით.
ამისათვის კი გთავაზობთ უძლიერეს პოზიტიურ აფირმაციებს, რომლის მეშვეობით მოახდენთ პოზიტიურად პროგრამირებას ძველი უსარგებლო რწმუნებულების და რაც მთავარია, დაგეხმარებათ მომენტალურად გაზარდოთ თქვენი ფინანსური შემოსავალი.
"მე მომწონს დიდი ფულის გამომუშავება“
"მე ვიმსახურებ დიდ ფულს და პირდაპირ ახლა ვიღებ დიდ თანხას“
"ჩემი შემოსავალი დღითიდღე იზრდება, მიუხედავად იმისა, ვმუშაობ, მძინავს თუ ვსეირნობ“
"ფინანსები ჩემთან მოდის იოლად და ძალდაუტანებლად“
"მე გახსნილი ვარ ფინანსებისთვის“
"ფული მოდის ჩემთან ყველა შესაძლო გზებით“