თეგებით ძიება

წელს ქვემოთ სიკვდილი - ყველაზე უჩვეულო ფსიქიკური აშლილობები

ადამიანის ტვინი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი საიდუმლოა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინამ დიდი ხანია ისწავლა ენცეფალოგრამით თავის ტვინის დანახვა, ზოგჯერ ფსიქიურად დაავადებული ადამიანების გონებაში შობილი ბოროტი ხუმრობები გამოცდილ ფსიქიატრებსაც კი შოკში აგდებს.

ჩვენ გიამბობთ თანამედროვე ფსიქიატრიისთვის ცნობილ ყველაზე უჩვეულო და იშვიათ დარღვევებზე.

"მე მხეცი ვარ და შენთან მოვედი!"
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ დიდი ხანია, უკან მოიტოვა მრავალი აბსურდული მითი და ცრურწმენა, ფსიქიატრები და სამართალდამცავები ჯერ კიდევ ხვდებიან ე.წ. თანამედროვე „მაქციებს“.
ფსიქიატრმა, სახელად იან კირკ ბლომმა აღწერა მძიმე ბოდვითი აშლილობის 56 შემთხვევა, როდესაც პაციენტს გულწრფელად სჯეროდა, რომ ცხოველად გადაქცევა შეეძლო. პაციენტის გონებაში მიმდინარე ბევრ ასეთ „გარდაქმნას“თან ახლდა აგრესიული ქმედებები და ძალადობრივი დანაშაულები. პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას პარალელურად შიზოფრენია, ფსიქოზური დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აწუხებდა.

სხვისი ხელები
ფრაზა ”ხელები არ მემორჩილებიან” B კატეგორიის საშინელებათა ფილმის ფრაზასავით ჟღერს, თუმცა ეს დაავადება რეალურად არსებობს და მას უცხო ხელის სინდრომი ქვია. ფსიქიატრების აზრით, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ხელი აღარ ემორჩილება და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. დაავადება ასოცირდება თავის ტვინის სპეციფიკურ დაზიანებასთან, როდესაც მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის სიგნალების გაცვლა ფერხდება.
ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც „უცხო ხელები“ ახრჩობდნენ, მოკვლას ცდილობდნენ და საკუთარ პატრონებს ყოველმხრივ ავიწროვებდნენ. მაგალითად, ნიუ-ჯერსელი გოგონა, სახელად კარენ ბაიმი, რომელსაც ეს დაავადება აწუხებდა, ამბობს, რომ სახლიდან გასვლა არ შეუძლია, რადგან მარცხენა ხელი, რომელიც ადრე მხოლოდ ყავის დალევისა და სიგარეტის მოწევაში უშლიდა და მნიშვნელოვანი საუბრის დროს ტელეფონს უთიშავდა, ყველა საზღვარს გადავიდა და ახლა გამუდმებით ცდილობს ტანსაცმელი გახადოს.

წელს ქვემოთ სიკვდილი
საშიში ფსიქიატრიული ბოდვითი აშლილობა, რომელსაც გენიტალიების გაქრობა ანუ კორო სინდრომი ეწოდება და ერთნაირად მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე. პაციენტები, რომლებსაც ასეთი დაავადება აქვთ, დარწმუნებულნი არიან, რომ მათი სასქესო ორგანო (მამაკაცებში) ან სასქესო ორგანოები და მკერდი (ქალებში) ნელ-ნელა ზომაში მცირდება და ბოლოს ქრება, რაც ადამიანის სიკვდილს იწვევს.
მესამე სამყაროს ქვეყნებში კოროს სინდრომი ხშირად გამოგონილ „ჯადოქრებზე" და „კუდიანებზე" ძალადობისა და შურისძიების მიზეზი ხდება, რომლებმაც პაციენტს ერთგვარი საბედისწერო წყევლა დააკისრეს, თუმცა ფსიქიატრები დარწმუნებულები არიან, რომ დაავადება ემყარება ცრურწმენას, რომელიც დაკავშირებულია ინტიმურ თემებთან.

მერი ჰარტი კლავს ჩემს ტვინს!
პოპულარული მსახიობისა და ტელეწამყვანის მერი ჰარტის ნიჭზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, თუმცა, როგორც ზოგიერთი ფსიქიატრის გამოცდილება გვიჩვენებს, ზოგჯერ ტელევიზია ადამიანების ტვინს კლავს. კერძოდ, 1991 წლიდან მოყოლებული გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მერი ჰარტის ხმის გაგებაზე პაციენტებს ეპილეფსიის მწვავე შეტევები ეწყებოდათ.

ცოცხალი გვამის დაავადება
კიდევ ერთი უჩვეულო და იშვიათი ფსიქიური დაავადება, რომელიც, ხშირად პაციენტის სიკვდილით მთავრდება, კატარის სინდრომის ერთ-ერთი სახეობაა, როდესაც ცოცხალი ადამიანი გულწრფელად იჯერებს, რომ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მისი სხეული გახრწნას იწყებს. ხშირ შემთხვევაში, „ცოცხალი გვამი" საკვებზე უარს ამბობს და საბოლოოდ, შიმშილისა და გაუწყლოებისგან იღუპება. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამ დაავადებას გაუმკლავდა, ბრიტანელი უორენ მაკკინლია, რომელმაც თავი დააჯერა, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა, მაგრამ ბოლოს საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ დაავადებას გამკლავებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა