თეგებით ძიება

"გამჭოლი ჭრილობა შუბლში"- ვინ არის 21 წლის ჯარისკაცი, ვინც ვაზიანში გარდაცვლიი იპოვეს და რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?

რა მოხდა ვაზიანის სამხედრო ნაწილში, სადაც 21 წლის სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურებს კითხავენ.


როგორც ირკვევა, გარდაცვლილია საკონტრაქო სამხედრო მოსამსახურე ჯონი ძინძიბაძე. ერთ-ერთი ვერსიით, 21 წლის ჯარისკაცი სამორიგეო ნაწილში იმყოფებოდა , როდესაც გასროლა მოხდა.

ძინძიბაძეს ტყვია შუბლში აქვს მოხვდედრილი.

ჯარისკაცი წუხელ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

"21:20 საათზე სამხედრო ნაწილიდან, სამხედრო მედპერსონალის მიერ შემოყვანილი იქნა სამხედრო მოსამსახურის გვამი. შემოსვლისას პაციენტს საციცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა შუბლისა და კეფის არეში", - განაცხადა კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღავნელმა, ანა დარგიშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდო თვითმკვლელობა ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

არსებობობს კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ძინძიბაძე შეყვარებულს ეჩხუბა და სუიციდი მას შემდეგ ჩაიდინა. განიხილება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაც .

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა