თეგებით ძიება

ლევან იოსელიანი - პლებისციტი არის ხაფანგი, თუ ოპოზიცია გაჰყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება

მოლაპარაკებები აუცილებელია, ჩვენი პარტიული ინტერესი უნდა გადავდოთ გვერდზე და გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები გარდაუვალია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ.

„აუცილებელია მოლაპარაკებები. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ვიდრე ჩვენი საკითხის განხილვა დაიწყება ბრიუსელში, პოლიტიკური კრიზისი რამენაირად დაძლეული უნდა იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოლაპარაკებები არის გარდაუვალი. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება. ეს არის ქვეყნის ინტერესი. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი პარტიული ინტერესი დღეს უნდა გადავდოთ გვერდზე და გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯი. პირველ რიგში ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ ამ მოლაპარაკებებში და გადადგან კომპრომისული ნაბიჯები. კომპრომისულ ნაბიჯებში ვგულისხმობ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მისაღები იქნება მეორე მხარისთვის. სულ მცირე უნდა დაიწყოს დიალოგი წინაპირობების გარეშე, რაზეც მოუწოდა შარლ მიშელმა მხარეებს, წინაპირობებისა და წითელი ხაზების გარეშე უნდა დასხდეთ და დაიწყოთ ლაპარაკი. არის ექვსი პუნქტი, რომელზეც უნდა მოილაპარაკონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, პლებისციტზე მისი პოზიცია ყოველთვის მკვეთრად უარყოფითი იყო.

„მიმაჩნია, რომ პლებისციტი არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაჰყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი და ეს ოპოზიციამ იცის ძალიან კარგად. პირველივე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ. პლებისციტი ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის, მაგრამ თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და მიიღებს ამ წინადადებას, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე, რატომ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, უარი თქვას პლებისციტზე, იოსელიანმა განაცხადა: „მგონი, სააკაშვილსა და ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდათ შეთანხმება“.

პლებისციტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა