სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და უგულავას შორის - "შევჯერდით, რომ პლებისციტის დამუნათება არასწორია"
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა პალიტრანიუსის გადაცემაში განაცხადა, რომ ის და სააკაშვილი გუშინდელი საუბრის შემდეგ პლებისციტის დამუნათების არასწორ მიდგომაზე შეჩერდნენ. მისი განცხადებით, ოპოზიციას პლებისციტთან დაკავშირებული დისკუსიები უკეთეს მდგომარეობაში არ აყენებს:
"მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, როდესაც ვნახე მისი ვიდეომიმართვა. ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით იმაზე, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, პლებისციტი ბიძინას თამაშია - საკითხის ამგვარად დაყენება არასწორია, ამავე დროს, ჩვენ მოლაპარაკებაზე მივდივართ 6 პუნქტით, ამ 6 პუნქტში დევს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ მოლაპარაკებების წინ არ უნდა გავცდეთ დღის წესრიგს. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ, ოპოზიციას, ტაქტიკურად არ გვაგდებს უკეთეს მდგომარეობაში წინასწარი დისკუსიები პლებისციტთან დაკავშირებით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის, როგორც მოგეხსენებათ და დოკუმენტში ჩაწერილიც არის, რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, იმიტომ, რომ პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში და მას ბევრი პლუსი აქვს, სხვათა შორის, რაც რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ეს არის, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდე 2024 წლამდე" - განაცხადა უგულავამ.
წყარო:newposts.ge