თეგებით ძიება

"არც თქვენ ხართ მიშელი და არც მე თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე?"- წულუკიანი ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე

თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის საჭიროებას იზიარებს, თუმცა დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან მოლაპარაკებაში მონაწილე პირი არაა.
"მე რომ ახლა გითხრათ, რომ პლებისციტს ვემხრობი და რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია და არ უნდა ჩატარდეს, ეს იქნება, რომ მე და თქვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე. ამიტომ დაველოდოთ რეალური დიალოგი როდის შედგება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა, მე მაგალითად, ვერ ვხვდები ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი"ქართულმა ოცნებამ" რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა