თეგებით ძიება

ჩვენც მოგვიწევს კომპრომისი და „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს კომპრომისი - გიორგი ვაშაძე

ჩვენც მოგვიწევს კომპრომისი და „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს კომპრომისი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", თავს ნუ დააზიანებთ, რადგან მისი თქმით, სანქციები შორს არ არის.

„ჩვენი ევროპელი, დასავლელი მეგობრებისთვის ნამდვილად არ არის სულერთი რა იქნება ქვეყანაში. ეს მახარებს იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ უბადრუკი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ევროპელი პარტნიორების მყარ პოზიციას გადამყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისთვის. მეორე - დიახაც, ძალიან მნიშვნელოვანია შეცვლილი უფლებამოსილება. ჩვენ გვკითხეს თანახმა ვიყავით თუ არა ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავსულიყავით. დიახ, თანახმა ვართ! მედიაცია ნიშნავს, რომ გარდა ჩვენი წინადადებებისა, წინადადება შეიძლება იყოს ევროკავშირის მხრიდან, რომელზეც პირდაპირ გეუბნებით, რომ წარმოუდგენელია არ დავთანხმდეთ.

მივედით იმ ზღვარამდე, როდესაც ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში შედეგზე უნდა გავიდეთ მოლაპარაკებების კუთხით და ამისთვის ყველა მობილიზებული უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიციები დაფიქსირებული გვაქვს, შარლ მიშელთან შეხვედრის დროსაც დავაფიქსირეთ, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ მაქსიმალურად ყველა მხარის პოზიცია გათვალისწინებული იქნება. მოგვიწევს თუ არა კომპრომისი? - მინდა რომ საზოგადოება ილუზიაში არ იყოს. ჩვენც მოგვიწევს კომპრომისი და „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს კომპრომისი. ძალიან ცუდია, როცა დამაზიანებელი განცხადებები კეთდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ მოლაპარაკებების, ისევ წითელი ხაზებით საუბარი და ისევ ათასი სისულელე. მათ მოვუწოდებ - თქვენ თავს ნუ დააზიანებთ! იმიტომ, რომ სანქციები შორს არ არის! კოლომოისკისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ ამერიკას ექნება აქტიური საგარეო პოლიტიკა და გამოიყენებს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ მისმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არ გადაუხვიონ იმ არჩეულ გზას, რომელიც ხალხმა აირჩია ამ ქვეყნებში, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. შეიძლება თუ არა ასეთი პრეცედენტი საქართველოში მოხდეს? - შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, გონს მოეგება თუ არა“, - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა