თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე - საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას

საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც "კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას, საკუთარი საზოგადოების მიმართ საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცახადა.

მისი თქმით, ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, რომელიც მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ.

„თქვენ ალბათ გაგიგიათ და მთელმა მსოფლიომ იცის, რას ნიშნავს ყვითელი პრესა. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას, საკუთარი საზოგადოების მიმართ საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა