თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს განიხილავენ.

"ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული ან პრაგმატული და კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების რჩევების, მოთხოვნებისა და თხოვნების რეალიზება“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა