თეგებით ძიება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ - მამუკა მდინარაძე

გვაქვს გონივრული მოლოდინი და გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციაც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აქტუალურია დიალოგის საკითხი, რომელიც მიმდინარეობს და არსებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები გარკვეული, კონკრეტული წინადადებების დასაყენებლად ემზადებიან.

„ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. იცით, რომ ეგრეთ წოდებულ კომპილაციურ დოკუმენტში, რომელიც ექვს სხვადასხვა პუნქტს შეიცავს, არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა შეუძლებელია, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ, შესაძლოა, ამაზეც ვილაპარაკოთ. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც უკვე მოქმედებაშია, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა