"ლელო" პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს
"ლელო", გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების შემდეგ, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი ფიგურირებენ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია ტვ1-ის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს.
"ლელო" მოითხოვს:
1. სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
2. გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები.
3. გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა "ლელოსთვის" მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.